вторник, 9 декабря 2008 г.

საქართველოს გეოპოლიტიკური გული; საქართველოს არჩევნი


დღეს, როდესაც საქართველოს ორი კუთხე ოკუპირებულია, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რას მოუტანს საქართველოს მათი დაკარგვა.
აფხზეთის დაკარგვა სქართველოსთვის ძალზე მძიმე მივლენაა: ასიათასობით დევნილი; დაკარგული ულამაზესი კუთხე და მისი უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი; საფრთხე იმისა, რომ რუსეთი აფხაზეთს გამოიყენებს როგორც პლაცდარმს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სეპარატიზმის გასაღვივებლად. ამასთან, კიდევ უფრო მძიმე შედეგს საქართველოს მოუტანს რუსეთის კონტროლი შიდა ქართლსი ნაწილზე.
შიდა ქართლზე გადის, ერთის მხრივ, საქართველოს დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გზები, მეორე მხრივ კი ის გზები და მილსადენები, რომელთა მეშვეობით საქართველო ასრულებს ევროპა-აზიის ხიდის როლს. უსაფრთხო და სტაბილური შიდა ქართლის გარეშე საქართველო ვერ იქნება სატრანზიტო ქვეყანა და დაკარგავს თავის ძირითად ეკონომიკურ ფუნქციას თანამედროვე მსოფლიში.
დღეს რუსული ჯარი აღარ დგას გორში და შიდა ქართლის სამხრეთ ნაწილს საქართველო აკონტროლებს. მიუხედავად ამისა, რუსეთი ირიბად აკონტროლებს დასავლეთ-აღმოსავლეთის სატრანსპორტო კომუნიკაციებს, რადგან ცხინვალსი, ლიახვის ხეობასი, ზნაურსა და ახლაგორში რუსულ ჯარს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ამ კომუნიკაციების გადაჭრა.
რუსეთმა განაცხადა, რომ შიდა ქართლსი 3800 ჯარისკაცს დატოვებს, მაგრამ არაფერი უშლის ხელს იქ უფრო დიდი ძალებიც ჰყავდეს. ეს კი იმას ნისნავს, რომ რუსებისაგან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში მდებარე ტრასა და რკინიგზა, რომელიც საქართველოს ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს, გადაიკეტება მაშინვე, როცა კი რუსეთი მოისურვებს ახალი ”ქართული პროვოკაციის” გამოგონებასა და ახალ აგრესიას საქართველოში. მნისვნელოვანი ფაქტორია ასევე შიდა ქართლსი მდებარე რუსული ჯარების სიახლოვე თბილისთან. ახალი აგრესიის სემთხვევაში რუსეთი შეიძლება სწრაფი იერიშის მიტანა საქართველოს დედაქალაქზე და ქართული ჯარის იძულება მტელი ყურადღება ამ მიმართულებას დაუთმოს.
რუსეთის კონტროლი შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილზე გაართულებს ასევე საქართველოს მდგომარეობას უსაფრთხოების თვალსაზრისით. როდესაც მტერს აქვს ასეთი პლაცდარმი ქვეყნის შუაგულსი, მას შეუძლია იგი გამოიყენოს სხვადასხვა სახის დაზვერვითი, დივერსიული და ტერორისტული საქმიანობისათვის.
რასაკვირველია რუსული საფრთხე შიდა ქარტლსი მდებარე კომუნიკაციებისათვის, იქნება ეს ტრასა, რკინიგზა თუ მილსადენი, საკმაოდ მზიმედ აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც.
გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებირთ, თამამდ შეიძლება ითქვას, რომ შიდა ქართლი წარმოადგენს საქართველოს გეოპოლიტიკურ გულს. ასე იყო მე-14 საუკუნეში დაასეა 21-ე საუკუნეშც. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია და რელიეფი არ ჩეცვლილა, ხოლო შიდა ქართლის უნიკალურ მნიშვნელობას სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს. ამ გულის გარეშე საქართველო არსებობის უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება რთული აღმოჩნდეს.


საქართველოს არჩევანი

ჩამოთვლილი ფაქტორების გამო მცდარია მოსაზრება, თითქოს საქართველოს ადვილად შეუძლია არსებობა დაკარგული ტერიტორიების გარეშე. თუკი საქართველო ვერ აღადგენს კონტროლს აფხაზეთზე და მით უმეტეს, შიდა ქართლზე, მისი დეზინტეგრაცია გაგრძელდება. ამ პროცესის საბოლოო შედეგი საქართველოს მოსახლეობისათვის უმძიმესი იქნება. სწორედ ამიტომ საქართველო ვალდებულია, აღადგინოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე. ამის გარეშე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსტექტივაში შეუძლებელია.
ამ დასკვნამდე მისვლისთანავე ჩნდება კითხვა: როგორ შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? ლოგიკის მიხედვით, სამი გზა შეიძლება არსებობდეს. პრველი - მშვიდობიანი მოლაპარაკებები; მეორე - მეგობარი სახელმწიფოს დახმარება; მესამე - სქართველოს ქმედებების შედეგად.
პირველი გზა ვერ ჩაითვლება რეალისტურად, რადგან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწინააღმდეგება ჩვენი ოპონენტების ყველაზე პრინციპულ ინტერესებს. რუსეთს სჭირდება კონტროლი ევროპა -აზიის დამაკავშირებელ გზაზე, რისი მიღწევაც რთულია შიდა ქართლზე კონტროლის გარეშე . სეპარატისტულ რეჟიმებს კრემლი სრულად აკონტროლებს. ასე რომ არც ყოფილიყო, ორივე რეჟიმს ხელები აქვს გასვრილი ქართველთა ეთნიკურ ცმენდაში. ცხადია, რუსებმა ეს განგებ დაუშვეს იმისთვის, რომ სეპარატოსტებს არასოდეს გასჩენოდათ საქართველოსთან საქმის დაჭერის სურვილი.
მეორე გზასაცარარეალისტურია. ქართველებმა საზოგადოება უნდა გაიაზროს, რომ არც ერთი სხვა სახელმწიპო, თუნდაც ყველაზე მეგობრული, არ გაგზავნის საომრად ტავის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ეროვნული უსაპრთხოების დასაცავად. უდიდესი მხარდაჭერის გაუგზავნა ჯარი დასახმარებლად-მაშინაც კი, როდესაც ისრაელის ყოფნა-არყოფნის საკითხე იდგა. ისრაელი იღებდა ფინასურ დახმარებას, თუმცა ბრძოლა მხოლოდ მის ჯარისკაცებს უწევდათ,მოკავშირეთამონაჭილეობის გარეშე. ასე რომ, ფუჭია საქართველოს მოქალაქეთა მოლოდინი იმისა, რომ აშშ ან რომელიმე სხვა სახელმწიფო პირდაპირ ჩაერევა შეიარაღებულ კონპლიქტში საქართველოს მხარეს.
ასე რომ, მესამეა ერთადერთი ქმედითი გზა, რომლითაც საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს ტავისი ეროვნული უსაფრთხოება ხანგრძლივი პერიოდით. ამავე დროს, ცხადია, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველო რუსეთს ვერ დაუპირისპირდა. მეტიც, თუკი საქართველო ახალი აგრესიის საბაბს მისცემს,რუსეთი აუცილებლად გამოყენების ამ შესაძლებლობას, რათა საქართველოს, რათა საქართველოს კიდევ უპრო მეტი ზარალი მიაყენოს.
ასეთ პირობებში საქართველოს სტარგედია შემდეგი მიმართულებებით უნდა განვითარდეს.
პირველი-სამხედრო პოტენციალის გაძლიერება და ისეთი მდგომარეობის მიღწევა, როდესაც თბილისის აღება და მთლიანად საქართველოს ოკუპაცია კრემლისთვის უკიდურესად რთულ ამოცანად იქცევა.
მეორე _ კონტრდაზვერვითი აქტიურობის მეშვეობით რუსეთის ისეთი ქმედებების აღკვეთა, როგორიც არის სეპარატიზმის გაღვივება რუსეთის ოკუპაციისაგან ტავისუფალ რეგიონებში, დივრსიები სტრატეგიულ ობიექტებზე ან შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის პროვოცირება.

понедельник, 8 декабря 2008 г.

რატომ დაიწყო ომი

ომის დაწყება ჯერ კიდევ მაისიდან იყო მოსალოდნელი. პრეზიდენტ პუტინის 16 აპრილის ბრძანებულებამ, რომელის თანახმად რუსეთის სახელმწიფო უწყებებს დაევალათ სეპარატისტებთან ოფიციალური კავშირის დამყარება, ცხადყო, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში არსებული მდგომარეობა პრინციპულად შეიცვალა და არასოდეს დაბრუნდება. რუსეთმა გააკეთა არჩევანი _ ქართული რეგიონების ანექსია და საჭირო იყო მისი პრაქტიკული რეალიზება. ეს კი შეუძლებელი იყო 2008 წლის აგვისტომდე არსებულ ვითარებაში. ცხინვალი 75%-ით ქართული გამაგრებული პოზიციების ალყაში იყო, ხოლო აფხაზეთზე რუსეთის კონტროლი ვერასოდეს იქნებოდა სტაბილიური, სანამ ზემო აფხაზეთს საქართველო აკონტროლებდა. ყოველივე ამის გამო რუსეთს აუცილებლად სჭირდებოდა საქართველოს სამხედრო მარცხი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება ზემო აფხაზეთსა და ლიახვის ხეობაში.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი რუსეთი აპირებდა სამხედრო ოპერაციის ჩატარებას საქართველოში, ეს აუცილებლად წელს უნდა მომხდარიყო. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: MAP -ი და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები. : MAP-ის მიღება მოსალოდნელი იყო დეკემბერში თუ არა, 2009 წლის აპრილში მაინც. ამის შემდეგ სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ბევრად უფრო დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში გადამწყვეტი იყო ის გარემოება, რომ აშშ-ის ყველა ადმინისტრაცია ძალზე სუსტია მმართველობის ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. ახლადარჩეული აშშ-ის პრეზიდენტისთვის კი მიუღებელი იქნებოდა მმართველობის დაწყებისას საქართველოს - აშშ-ის ერთ-ერთი მოკავშირე სახელმწიფოს რუსეთისაგან განადგურება.
ამ ფაქტორების გამო საქართველოს შეტევა რუსეთისათვის ძალზე რთული იქნებოდა უახლოეს მომავალაში, სვარაუდოდ, 2009 წელს. რუსეთს საქართველოსთვის უნდა დაერტყა ან 2008 წელს, ან არასოდეს. რუსეთმაც დაგვარტყა. საბაბად გამოიყენა სეპარატისტები, რომლებიც სწორედ ამ მიზნებისთვის იყვნენ გამოგონილი და დაარსებული თითქმის საუკუნის წინ.
თვით აფხაზეთისა და შიდა ქართლის ნაწილის ანექსია არ არის გამპოწვეული მხოლოდ რუსეთის ტერიტორიული გაფართოების სურვილით. ანექსია არის ბერკეტი საქართველოში ქმედითუნარიანი სახელწიფოს ლიკვიდაციისათვის. ეს კი, თავის მხრივ, სჭირდება რუსეთის სამი ძირითადი მიზეზის გამო. პირველი - კასპიის ზღვის რეგიონსა და დასავლეთს შორის ენერგორესურსების მიწოდების გზების გადაკეტვა. ამის მიღწევის შემთხვევაში ცენტრალური აზიის ქვეყნები და აზერბაიჯანი მთლიანად რუსეთის ხელში აღმიჩნდებოდნენ; მეორე - რუსეთის ყოფილი კოლონიების გაფრთხილება, რომ დასრულდა რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პერიოდი; მესამე - მთელი მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირება, რომ რუსეთი კვლავ ის სახიფათო და სასტიკი ძალაა, როგორიც იყო მე-18 საუკუნიდან.